სახმელეთო გადაზიდვები

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ევროპიდან კავკასიის რეგიონში და კავკასიიდან ევროპის მიმართულებით ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა. მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, სერვისების საუკეთესოდ შესრულებაში გვეხმარება საწყობები ნაკრები ტვირთების კონსოლიდირებისათვის: გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში. აგრეთვე კომპანია ფლობს საკუთარ ტრაილერების ავტოპარკს, რაც ტვირთის სწრაფი და ხარისხიანი გადაზიდვის გარანტიას იძლევა.

ნაკრები ტვირთები ევროპიდან

“KTL”-ი კავკასიაში ერთ-ერთი ლიდერია ევროპიდან ნაკრები (გრუპაჟული) ტვირთების ტრანსპოტირებაში. მრავალწლიანი გამოცდილება,საწყობები ლოგისტიკურად სტრატეგიულ ლოკაციებზე, საკუთარი ავტოპარკი,დოკუმენტები შემოწმება, 24/7-ზე სერვისი არის მიზეზები რაც განაპირობებს კომპანიის ლიდერობას ამ სფეროში.

ნაკრები ტემპერატურული ტვირთების ტრანსპორტირება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ტემპერატურული საწყობი გერმანიაში და დიდი არჩევანი თერმო მანქანების გვაძლევს საშუალებას თქვენთვის მნიშვნელოვანი ტვირთი სწრაფად და იაფად მოგიტანოთ.

“KTL” –ი ცნობილია ბაზარზე როგორც სწრაფი გადამზიდავი, ამის მიზეზი თვეში 30-35 შერეული (გრუპაჟული) ტვირთის მანქანაა ევროპიდან, რომლის ტრანსპორტირების ვადა 7-9 დღემდე მერყეობს. საკუთარი ავტოპარკი კი გვეხმარება საუკეთესო მარშრუტის დაგეგმვაში.

სერვისები

შიდა გადაზიდვები

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპანიის ავტო პარკით შეღავათიანი პირობებით

ამიერკავკასიაში ტრანსპორტირება

ყოველკვირეული ტრანსპორტირება ბაქოსა და ერევნის მიმართულებით

ნაკრები ტვირთები თურქეთიდან

თურქეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას ახორციელებს შ.პ.ს "KTL - Batumi"

ექსპორტი ევროპაში

საკუთარი ავტოპარკი საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ექსპორტიორებს ტვირთების ტრანსპორტირება ამიერკავკასიის ნებისმიერი კუთხიდან ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.