სახმელეთო გადაზიდვები

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ევროპიდან კავკასიის რეგიონში და კავკასიიდან ევროპის მიმართულებით ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა. მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, სერვისების საუკეთესოდ შესრულებაში გვეხმარება საწყობები ნაკრები ტვირთების კონსოლიდირებისათვის: გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში. აგრეთვე კომპანია ფლობს საკუთარ ტრაილერების ავტოპარკს, რაც ტვირთის სწრაფი და ხარისხიანი გადაზიდვის გარანტიას იძლევა.

ნაკრები ტვირთები თურქეთიდან

შ.პ.ს "KTL – Batumi"  2011 წლიდან ანხორციელებს  თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით და ასევე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, როგორც შერეული (მშრალი გაყინული და ADR )- ტვირთების, ასევე მთლიანი მანქანებით 90 მ3, 100 მ3 ჯუმბო,120 მ3-იანი, ტენტიანი და ტემპერატურული ტრაილერებით გადაზიდვებს,

საწყობი  მდებარე ქ. სტამბულში, სულთანბეილის რაიონში, საიდანაც კვირაში საშუალოდ 3-4 შერეული ტვირთების (გრუპაჟული) მანქანა გამოდის, გვაძლევს საშუალებას ქართულ ბაზარზე წარმოჩენილები ვიყოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადამზიდავი.

საწყობის საბაჟოსთან ახლოს მდებარეობა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ საუკეთესო ტარიფები, როგორც სტამბულის აზიური და ევროპული ნაწილებიდან, ასევე მთელი თურქეთის ტერიტორიიდან ტვირთების ამავე საწყობში კონსოლიდირებაში, შემდგომ უმოკლეს ვადაში მანქანის შევსების და საქართველოს მიმართულებით ტრანსპორტირებაში.

სერვისები

ნაკრები ტვირთები ევროპიდან

ევროპიდან შეკრებითი ტვირთების ტრანსპორტირებაში KTL-ი ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში

შიდა გადაზიდვები

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპანიის ავტო პარკით შეღავათიანი პირობებით

ამიერკავკასიაში ტრანსპორტირება

ყოველკვირეული ტრანსპორტირება ბაქოსა და ერევნის მიმართულებით

ექსპორტი ევროპაში

საკუთარი ავტოპარკი საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ექსპორტიორებს ტვირთების ტრანსპორტირება ამიერკავკასიის ნებისმიერი კუთხიდან ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.