კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ევროპიდან კავკასიის რეგიონში და კავკასიიდან ევროპის მიმართულებით ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა. მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, სერვისების საუკეთესოდ შესრულებაში გვეხმარება საწყობები ნაკრები ტვირთების კონსოლიდირებისათვის: გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში. აგრეთვე კომპანია ფლობს საკუთარ ტრაილერების ავტოპარკს, რაც ტვირთის სწრაფი და ხარისხიანი გადაზიდვის გარანტიას იძლევა.
ჩვენი სერვისით სარგებლობენ სომხური და აზერბაიჯანული იმპორტიორები. ევროპიდან მათი ტვირთების კონსოლიდირება ხდება თბილისში ჩვენს საბაჟო საწყობში, რის შემდეგაც საკუთარი შიდა მანქანებით ხდება ტვირთბის გადაზიდვა დანიშნულების ადგილამდე. ეს გვაძლევს საშუალებას ქართულ კომპანიებს შეღავათიან ფასებში შევთავაზოთ ტვირთების ტრანსპორტირება თბილისიდან ბაქოსა და ერევანში და პირიქით.
ევროპიდან შეკრებითი ტვირთების ტრანსპორტირებაში KTL-ი ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში
საკუთარი ავტოპარკი საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ექსპორტიორებს ტვირთების ტრანსპორტირება ამიერკავკასიის ნებისმიერი კუთხიდან ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.