სახმელეთო გადაზიდვები

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ევროპიდან კავკასიის რეგიონში და კავკასიიდან ევროპის მიმართულებით ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა. მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, სერვისების საუკეთესოდ შესრულებაში გვეხმარება საწყობები ნაკრები ტვირთების კონსოლიდირებისათვის: გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში. აგრეთვე კომპანია ფლობს საკუთარ ტრაილერების ავტოპარკს, რაც ტვირთის სწრაფი და ხარისხიანი გადაზიდვის გარანტიას იძლევა.

შიდა გადაზიდვები

შიდა გადაზიდვები

ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ შიდა გადაზიდვის სერვისით როგორც ჩვენი საწყობიდან თავიან საწყობებამდე, ასევე საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. საკუთარი ავტო პარკი და ტვირთების კონსოლიდირება გვაძლევს საშუალებას კომპანიებს მისაღები ტარიფები შევთავაზოთ.

თქვენს განკარგულებაშია კომპანიის 3 მანქანა:

  • Volvo FH 12 – 10 000 კგ ტვირთამწეობით და 7 გრძივი  მეტრი სატვირთო მანძილით
  • Mercedes Atego  - 5 000 კგ ტვირთამწეობით და 7 გრძივი მეტრი სატვირთო მანძილით
  • Mercedes  - 2 000 კგ ტვირთამწეობით და 4 გრძივი მეტრი სატვირთო მანძილით

სამივე მანქანა  აღჭურვილია სპეციალური სატვირთო ლიფტით, რაც გაგიადვილებთ სატვირთო ოპერაციებს დაცლის მისამართზე

სერვისები

ნაკრები ტვირთები ევროპიდან

ევროპიდან შეკრებითი ტვირთების ტრანსპორტირებაში KTL-ი ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში

ამიერკავკასიაში ტრანსპორტირება

ყოველკვირეული ტრანსპორტირება ბაქოსა და ერევნის მიმართულებით

ნაკრები ტვირთები თურქეთიდან

თურქეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას ახორციელებს შ.პ.ს "KTL - Batumi"

ექსპორტი ევროპაში

საკუთარი ავტოპარკი საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ექსპორტიორებს ტვირთების ტრანსპორტირება ამიერკავკასიის ნებისმიერი კუთხიდან ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.