ინკოტერმსი

 

Incoterms - საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ და გამოიყენებ ტვირთის მიწოდების პირობების განსასაზღვრად.
გთავაზობთ Incoterms-ის ბოლო „Incoterms 2010”-ის ტერმინების ახსნას


EXW – Ex Works მიხედვით გამყიდველი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება  თავის ტერიტორიაზე ტვირთების მოგროვებით.. გამყიდველი ვალდებული არ არის არც დატვირთვის და არც საექსპორტო დეკლარაციის მომზადებისათვის. ყველა რისკი და ხარჯი ტრანსპორტირებაზე ეკისრება მყიდველს.


FCA -Free Carrier - ინკოტერმსი რის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია მყიდველის მიერ მითითებულ ადგილას(როგორც გამყიდველისვე ქვეყანაში, თავის ან გადამზიდავის საწყობში) მიაწოდოს საექსპორტოდ გამზადებული ტვირთი.


CPT -Carriage paid to - ინკოტერმსი რის მიხედვითაც გამყიდველი იღებს ვალდებულებას ტვირთის ტრანსპორტირების და გადაზიდვის ხარჯის განსაზღვრულ ადგილამდე(როგორც წესი დანიშნულების ქვეყნამდე) გადაზიდვის რისკი გადადის მყიდველზე როგორც კი გადამზიდავი მიიღებს ტვირთს. გამყიდველი არ არის ვალდებული ტვირთი დააზღვიოს


CIP- Carriage and Insurance Paid to  - ინკოტერმსი განსხვავებით CPT ინკოტერმსისა გამყიდველს აკისრებს როგორც ტრანსპორტირების, ასევე ტვირთის დაზღვევის ვალდებულებას განსაზღვრულ ადგილამდე.


DAT-Delivered at Terminal -გამყიდველი პასუხისმგებელია ტვირთის დანიშნულების ქვეყნის ტერმინალამდე მიწოდების. საბაჟო პროცედურები მყიდველის პასუხისმგებლობაა.


DAP- Delivered at Place - გამყიდველი პასუხისმგებელია ტვირთის დანიშნულების ქვეყანაში შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის. საბაჟო პროცედურები მყიდველის ვალდებულებაა.


DDP- Delivered Duty Paid  - ინკოტერმსის მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია მოახდინოს ტვირთის მიწოდება, მყიდველის კარამდე. ტვირთის ტრანსპორტირება და განბაჟების პროცედურები გამყიდველის ვალდებულებაა.